მარეგულირებლის სიგნალების ახსნა
ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს (სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).
სიტუაცია ოდნავ რთულდება, როდესაც ამ სამ სიგნალს გზაჯვარედინზე განვიხილავთ, როცა ყოველი მხრიდან მომავალი ავტომობილი სხვადასხვა წესს ემორჩილება; მაგრამ არც ეს წესებია დაუძლეველი სირთულის. შეეცადეთ მარეგულირებლის ხელები ერთგვარ ღობედ წარმოიდგინოთ — რომელსაც ვერცერთი მანქანა ვერ „გადაახტება“, მის გასწვრივ კი, ზოგჯერ, იმოძრავებს. მოიკრიბეთ ყურადღება და დაიმახსოვრეთ ეს სამი სიგნალი:
სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- ზურგის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
- მკერდის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
- გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი:ურელსო სატრანსპორტო საშუალება მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ
სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება
- ზურგის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის პარალელურად)
- მკერდის მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება მიდის მხოლოდ მარჯვნივ
- მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი:ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,ურელსო სატრანსპორტო საშუალება — ნებისმიერი მიმართულებით
სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- ოთხივე მხრიდან მომავალი:ყველა სატრანსპორტო საშუალება ჩერდებაყველა ქვეითი ჩერდებაპატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება
მაგალითები გზაჯვარედინზე
უფრო მეტი სიცხადისთვის, დააკვირდით ამ სიგნალებს გზაჯვარედინზე და ნახეთ, რა წესებს ემორჩილება ამ დროს სხვადასხვა მხრიდან მომავალი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. (გადართეთ ხედი სურათის ღილაკებით)